აბრამოვიჩის მილიარდერ მოკავშირეს ბრიტანეთის სასამართლომ დაწესებული სანქციები არ გაუუქმა

გამოქვეყნდა:

რუსი ბიზნესმენის რომან აბრამოვიჩის მილიარდერმა მოკავშირემ, ევგენი შვინდლერმა, ბრიტანეთის სანქციების გაუქმების შესახებ საქმე წააგო.

შვიდლერი ჩელსის საფეხბურთო კლუბის ყოფილ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან კავშირის გამო დასანქცირდა, რომელმაც, ბრიტანეთის თქმით, რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით ფინანსურად ისარგებლა.

შვიდლერის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ აბრამოვიჩთან ურთიერთობის გამო ბრიტანეთმა სანქციები არასწორად დააწესა. მან გასულ წელს სანქციების მიმართ თავდაპირველი გამოწვევა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში, შემდეგ კი სააპელაციოში წააგო.

ადვოკატებამა ასევე დაასახელეს სანქციების გავლენა და ამტკიცებდნენ, რომ მათ გაანადგურეს შვიდლერის ბიზნესის წარმართვის უნარი და შეარყიეს მისი ოჯახის ცხოვრება. მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე რაბინდერ სინგმა განაცხადა, რომ "სანქციები ხშირად უნდა იყოს მკაცრი და უსასრულო, თუ ისინი ეფექტური იქნება". შვიდლერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის აპირებს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, ვინაიდან სააპელაციოს გადაწყვეტილება "ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის წარმატების მიღწევას" მათთვის, ვინც ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარება, წარმატების მიღწევას.

ნავთობმაგნატი ევგენი შვიდლერი, რომლის ქონებაც ჟურნალ Forbes-ის მიერ 1,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, 2022 წლის მარტში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასანქცირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი