
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 28 თებერვლის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 10 "შაჰიდის" დრონიდან ათივე გაანადგურეს ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში.
უწყების ცნობით, რუსეთმა ასევე გამოიყენა S-300 საზენიტო მართვადი რაკეტები.
ცნობილია, რომ ღამით ოდესაში ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.