თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის მოსახლეობა დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. ადგილობრივებმა სოფელში აქცია გამართეს და ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს.
მოსახლეობის მტკიცებით, მათ უბანში არჩევნებს ხელისუფლება სისტემატიურად აგებს, რის გამოც ადგილობრივებს ოპოზიციური განწყობების გამო სჯიან და გზის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აგებენ.
მოსახლეობის თქმით, დაზიანებული გზის გამო, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით უჭირთ გადაადგილება. აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.