დანიგანი: რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში, საარჩევნო სისტემას

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას.

"მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან  და ოპოზიციურ პარტიებთამ, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა უცხოური ქვეყნებიდან, რათა ქართველებმა, რომლებიც არჩევნებზე წავლენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, მათი ხმა დაცულია და დათვლილია. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა ეს სწორედ ასე იყოს", - თქვა დანიგანმა. 

ამერიკის ელჩმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტშიც, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აუციელებლია პარტნიორობის გასაღრმავებლად აშშ-მ კონკრეტული ნაბიჯები გადადას. მისი თქმით, მმართველი გუნდის სურვილია ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები იყოს, რისთვისაც, ყველაფერს აკეთებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი