დნესტრისპირეთის სეპარატისტები რუსეთს მოლდოვისგან „დაცვას" სთხოვენ

გამოქვეყნდა:

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა "დეპუტატებმა" რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ისინი მოლდოვას "ეკონომიკურ ბლოკადასა" და "გენოციდში" ადანაშაულებენ.

ტირასპოლში, გამართულ ყრილობაზე "დეკლარაცია" მიიღეს, რომელშიც „პარლამენტისა“ და ადგილობრივი "თვითმმართველობების" ე.წ. დეპუტატები, ასევე არაღიარებული "რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

სეპარატისტები აცხადებენ, რომ "მეზობელი" მოლდოვას მხრიდან დაწესდა დამატებითი გადასახადები საქონლის მიწოდებაზე.

ყრილობის შედეგად მიღებულ იქნა 7-პუნქტიანი "დეკლარაცია", რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს მიმართვას რუსეთისადმი "განახორციელონ ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად მოლდოვის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის პირობებში".

"დნესტრისპირეთში რუსეთის 220 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. რუსეთი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში დნესტრში და არის გარანტი და შუამავალი მოლაპარაკების პროცესში“, - ნათქვამია "რეზოლუციაში".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი