ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" პირველი მოსმენით მიიღო "კანონპროექტი", რომლითაც "ოფიციალური ვალუტა" რუსული რუბლია

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" პირველი მოსმენით მიიღო "კანონპროექტი" „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“. დოკუმენტი ადგენს, რომ აფხაზეთის "ოფიციალური ვალუტა" რუსული რუბლია, ხოლო ყველა სხვა  ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. გარდა ამისა, სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის "საკანონმდებლო" დონეზე შემოდის ცნება „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“.

"კანონპროექტს" მხარი 26-მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი