წულუკიანის რეპრესიები ბიუჯეტს 800 ათას ლარზე მეტი დაუჯდა | სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო

გამოქვეყნდა:

თეა წულიანიკის რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნე მინისტრს სამართლებრივ დავას უგებს. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ კულტურის სამინისტროს პირველი პირის გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლო და არაკანონიერი იყო. პატარიძე რიგით 15-ე მეცნიერია, რომლის სამსახურიდან დათხოვნის ერთადერთი მიზეზი მისი პოზიცია და პროტესტი გახდა წულიკუინის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კულტურის მინისტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. სამინისტრო ვალდებულია, მაია პატარიძეს, ისევ როგორ სხვა უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაცია და განაცდური აუნაზღაუროს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი