კრემლის ექსპანსია საქართველოში გრძელდება. ამჯერად მოსკოვი მთავარ იარაღად ე.წ. რბილ ძალას იყენებს და საკუთარი გავლენის ზრდას სამეცნიერო კონფერენციებით ცდილობს. ზუსტად ერთ კვირაში თბილისი გაიმართება ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები და პირადად ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შექმნილი ფონდი არიან. საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში თითქოსდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ სასაუბროდ შეიკრიბებიან, მაგრამ მოსკოვიდან დევნილი ოპოზიციონერები, რომლებიც კარგად იცნობენ კონფერენციის მონაწილეებს, ამტკიცებენ, რომ ეს მორიგი პოლიტიკური ხრიკია, რომლითაც კრემლი გავლენის გაზრდას ცდილობს.