აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი, მიჩ მაკკონელი, ნოემბერში თანამდებობას დატოვებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა ლიდერმა, რომელიც თანამდებობას 20 წელია იკავებს, სენატში განაცხადა.

"ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნიჭი არის იმის ცოდნა, თუ როდის დადგება დრო ცხოვრების შემდეგ თავზე გადასვლის... ამიტომ, მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ... იმის თქმა, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ვადა სენატის რესპუბლიკელ ლიდერად", - განაცხადა მაკკონელმა.

82 წლის რესპუბლიკელმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ის სენატში დარჩება ვადის გასვლამდე, რომელიც 2027 წლის იანვარში დასრულდება, "თუმცა პალატაში სხვა ადგილიდან". თანაშემწეებმა აღნიშნეს, რომ მაკკონელის ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მის ჯანმრთელობასთან არაა დაკავშირებული.

"მომენტი, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ დამეხმარა იმ იდეალების შენარჩუნებაში, რომლისაც მჯერა. დღეს დადგა." - განაცხადა მაკკონელმა.

ცნობისთის, მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელი ლიდერი, ბოლო დროს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისგან ზეწოლას განიცდიდა. სენატორი იმყოფებოდა მზარდი ზეწოლის ქვეშ მისი პარტიის არეულობის და ზოგჯერ მტრული ფრთის მხრიდან, რომელიც მტკიცედ უერთდებოდა ტრამპს. ისინი დაშორდნენ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც მაკკონელმა უარი განაცხადა ტრამპის სიცრუის დაცვაზე, იმის შესახებ, რომ დემოკრატი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა თაღლითობის შედეგი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი