
ბათუმის საკონდიტრო „დონას კლასტერს" უკვე კორონავირუსის 35-მდე შემთხვევა უკავშირდება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქობულეთსა და ბათუმში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს და 8000-მდე ადამიანი უკვე შეამოწმეს
20 აგვისტოდან მოყოლებული „დონას კლასტერთნ“, საერთო ჯამში, დაკავშირებულია 35-მდე შემთხვევა. ამიტომაც, ძალიან ინტენსიური გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში. დაახლოებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული როგორც კარვებში, ისე პოლიკლინიკებში, ამ გამოკვლევებიდან მხოლოდ 8 დადებითი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. აქტიურად ვაწარმოებთ უკვე ეპიდკერებში ნამყოფი ადამიანების კვლევებს აჭარის გარეთ. ასეთი დღეს გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა,“- ამბობს გამყრელიძე.
დღეს დადასტურებული 25 ახალი შემთხვევიდან 9 "დონას" კლასტერია.