რუსებმა გასულ 24 საათში ხერსონის ოლქის 20 დასახლება დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის 20 დასახლება დაბომბეს.  თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 მოქალაქე.

დაზიანდა 50-ზე მეტი სახლი, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

პროკუდინის განცხადებით,  რუსმა სამხედროებმა დაარტყეს რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ უბნებს, კერძოდ, დაზიანდა 12 მაღალსართულიანი კორპუსი და 40 კერძო სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი