
3 თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
ჩოხატაურში, 3 თვის ბავშვის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაზე საუბრისას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბავშვი ინფიცირებულს ეჭირა ხელში, შესაბამისად იყო ახლო კონტაქტი.
რაც შეეხება გურიაში არსებულ ვითარებას. ამ დროისთვის იქ კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა.
„გურიაში გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა. ერთი ებმის აჭარას და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“ - ამბობს გამყრელიძე.
ამ დროისთვის გურიაში, რომელიც აქამდე მწვანე ზონად ითვლებოდა, კორონავირუსის სამი შემთხვევა ფიქსირდება.