კარგია, რომ ის [ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას | ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-ზე

გამოქვეყნდა:

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა, ოლიგარქიული მმართველობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ამ თემებზე დასმულ შეკითხვებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა.

BBC დაინტერესდა, როგორც ქართული ოცნების ლიდერების ანტიდასავლური განცხადებებით, ასევე ივანიშვილის როლით ქართულ პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ივანიშვილი აქამდეც კულისებიდან მართავდა ქვეყანას:

"ძალიან კარგია, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან. ასე, რომ ახლა როდესაც ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს. ახლა საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას" აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო მესამე პრეზიდენტის პატიმრობასაც.

მსგავსი განცხადებები BBC-ის სტუდიაში სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა ბრიტანულ "ჩეთჰემ ჰაუსშიც" გააკეთა, რომელიც ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი