მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში დღეს დილით, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს. სოკოლოვი განყოფილებაში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“. მედიის ცნობით, საქმე გაზეთის ერთ-ერთ პუბლიკაციას უკავშირდება.

სოკოლოვს შესაძლოა 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა დაეკისროს.საქმეს პეროვსკის სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომის დრო ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი