სამგორში, 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.
მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა იპოვეს.