პაპუაშვილი ევროკავშირს მოუწოდებს, გაემიჯნოს ევროპარლამენტს | პარლამენტის თავმჯდომარის ანტიდასავლური ეპისტოლე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის ანგარიშის შემდეგ წერილობითი პასუხი შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა, სადაც ოლიგარქის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აქტიურად ავითარებს ანტიევროპულ შეთქმულების თეორიებს, პროპაგანდისტულ ბრალდებებს უყენებს ევროდეპუტატებს, ევროკავშირს უყენებს აბსურდულ მოთხოვნას, რომ ის გაემიჯნოს ევროპარლამენტს და იქვე  სვამს პროპაგანდისტულ-რიტორიკულ შეკითხვებს დასავლური ღირებულებებისა და თავისუფლებების შესახებ. 

"დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს.  შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად” ნათქვამია პაპუაშვილის წერილში, რომელსაც ის "ტვიტერზე" აქვეყნებს.

პაპუაშვილის ანტიევროპული წერილი ევროპარლამენტის მორიგ ანგარიშს  მოჰყვა, რომელიც  უსაფრთხოების პოლიტიკას შეეხება. კერძოდ, ანგარიშში დაგმობილია საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული საოკუპაციო ქმედებები, მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული კრემლის ახალი სამხედრო პროვოკაცია, რაც ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობით გამოიხატება. ანგარიშში ასევე შევიდა დეპუტატ ანა ფოტიგას ჩასწორება, კერძოდ  ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. ფოტიგას კიდევ ერთი ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას შეეხებოდა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი