პოლიტიკური შოკის პირისპირ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. მიხეილ საკაშვილის გათავისუფლებაზე დაწყებული მორიგი დისკუსია "ქართული ოცნების" უმძიმეს რეაქციას იწვევს. ივანიშვილის კლანის პოლიტიკური ლიდერების საპასუხო განცხადებები ზუსტად აჩვენებს, რამდენად მძიმე ოპონენტია ოლიგარქიული რეჟიმისთვის მესამე პრეზიდენტი.
გათავისუფლების თემა კი უკვე მერამდენედ საქართველოს პრეზიდენტმა წამოწია. სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ისიც კი განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანა. საქართველოს მთავარსარდლის ამ რიტორიკას ევროპელი პოლიტიკოსებიც აყვნენ და "ქართულმა ოცნებამ" ორი, შიდა და საგარეო პოლიტიკური ფრონტი მიიღო.