მიკროჩიპების სკანდალი ახალი ძალით აფეთქდა. ამჯერად უკვე უშუალოდ ამერიკელი პოლიტიკოსები ადანაშულებენ საქართველოს რუსეთის არმიის მომარაგებაში. სენატორი ბლუმენტალი პირდაპი ამბობს, რომ უკრაინაში გამოყენებული რაკეტებით თითქმის 100 პროცენტში გამოყენებულია ჩიპები, რომლებიც დასავლეთში მზადდება და რომლის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია. როგორ ხვდება ეს ჩიპები და ნახევარგამტარები კრემლის არმიის ხელში? ამერიკელი სენატორი ასახელებს რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც უკანონო ტრანზიტი ხორციელდება. მათ შორის საქართველოსაც - რაზეც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მწვავე რეაქცია ჰქონდა.