"სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირის მიმართულებით" | სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

"სომხეთმა უნდა იფიქროს "ევროკავშირის მიმართულებით", თუმცა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე", - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებას არასოდეს განუხილავს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა, თუმცა მან უნდა იფიქროს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

"ჩვენ მზად ვართ და ვივლით იმ მიმართულებით, რომელიც მოგვცემს უდიდეს უსაფრთხოებას და დღეს დემოკრატია, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, არის ჩვენი უდიდესი უსაფრთხოების სისტემა", - განაცხადა სიმონიანმა.

ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანაში აჩქარება არ სურს.

"არ მინდა აღმოჩნდეს, რომ რაღაც ცალმხრივი ნაბიჯია გადადგმული და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქმედება აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები, ვიდრე ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები და ჩვენ ამას არ ვამბობთ, ამას ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში რეზოლუციებით ამბობენ. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაგრამ არ მინდა ვიჩქარო და ნაბიჯები გადავდგა, რადგან ქვეყნის შემთხვევაში მოულოდნელი ნაბიჯები არ არის კარგი", - განაცხადა მან.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთს უახლოეს მომავალში ეწვევა. ასევე პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყებიდან რუსეთის მოკავშირე არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი