მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, იმერეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ დღეს ერთმანეთის პარალელურად, აქციები გამართა და ქუჩაც გადაკეტა.
წყალტუბოში გზის გადაკეტვას პოლიციის უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილზე გოგი წულაიაც იმყოფებოდა.
წყალტუბოს მუნციპალიტეტის სოფელ ბანოჯისა და თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.
თუმცა ხალხი გოდოგანში იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ უბანს იმიტომ სჯის, რომ იმ უბანში არჩევნებს ყოველთვის აგებს