"ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ" | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის თავზე გაშვებული 4 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს.  უწყების თქმით, ოკუპანტები უკრაინას უტევდნენ რაკეტებითაც.

"2024 წლის 1 მარტის ღამეს მტერი თავს დაესხა უკრაინას 5 S-300 საჰაერო მართვადი რაკეტებით ოკუპირებული დონეცკისა და ბელგოროდის ოლქიდან. ასევე, 4 თავდასხმითი უპილოტო საფრენი აპარატით ("შაჰიდის" ტიპის) პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან," - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყება ასევე ამბობს, რომ დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ განცხადებაში მითითებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი