ბანგლადეშში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა - მედიის ცნობით, ხანძარი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე, რესტორანში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი კორპუსს მოედო. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შენობიდან 75 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა - ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის ან გაუმართავი გაზქურის გამო გავრცელდა. თუმცა, დაზუსტებული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი