"პრემიერის პრეროგატივაა" | გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი შესაძლოა თალაკვაძე გახდეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები არ საუბრობენ ჯანდაცვის მინისტრის წასვლის შემდეგ, შეიცვლებიან თუ არა სხვა მინისტრებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი შესაძლოა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს. დღეს მან მედიასთან  არ უპასუხა კითხვას დათანხმდება თუ არა მსგავსი ტიპის შემოთავაზებას. 

"პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა, ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული", - თქვა თალაკვაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებები ტრაგედია არაა.

"მე ვასრულებ ჩემ მოვალეობას, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ჩვენ გეგმას მივყვებით, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, არაფერი ტრაგედია არ არის ცვლილებებში, ნამდვილად", - თქვა შამუგიამ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი