
"ევროპული საქართველოს" ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კორუფციაში ადანაშაულებს.
ხათუნა გოგორიშვილი იმ სქემაზე საუბრობს, რომლისთაც მიისვე თქმით, ქეთევან მოისწრფიშვილმა მიწის ნაკვეთი შეიძინა და სახელმწიფო აუდიტით, სახელმწიფო ბიუჯეტი 2 248 000 ლარით აზარალა.
ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კორუფციული სქემის მხოლოდ ერთი მონაწილე გაუშვა თანამდებობიდან - ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი მალხაზ გორგოშიძე, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, გამოძიება კი უკვე ორი წელია გრძელდება.