
კანადის თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი ამბობს, რომ კანადას შეუძლია საკუთარი სამხედრო კონტიგენტის უკრაინაში გაგზავნა, თუმცა მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო მომზადებისთვის:
"ეს უნდა გაკეთდეს საკმაოდ ფრთხილად და შეზღუდულად. არ მინდა კანადის შეიარაღებული ძალების პერსონალი დავაყენო საბრძოლო ოპერაციებთან ახლოს, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ საბრძოლო როლის რომელიმე კომპონენტს" - თქვა მან გაზეთ Star-თან ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში, სადაც ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა.
ბილ ბლერის თქმით, სირთულეებთან არის დაკავშირებული უკრაინელი სამხედროების უკრაინის გარეთ მომზადება, ამიტომაც განიხილეს მათი უკრაინაშივე მომზადების შესაძლებლობა.