არხანგელსკში, ღონისძიებაზე "გმირს სახეზე უნდა იცნობდე", რუსი სამხედროები ნიღბებით მივიდნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ არხანგელსკში, ჩრდილოეთ ფედერალურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით "გმირს სახეზე უნდა იცნობდე", რომელშიც უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. სტუდენტებთან შეხვედრაზე სამი რუსი სამხედრო მივიდა, აქედან ორს სახეზე ნიღაბი ეკეთა. გავრცელდა მხოლოდ მათი სახელები - დიმიტრი, ვიქტორი და გენადი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული სკოლები და უნივერსიტეტები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებთან. სამხედროები შეხვედრებზე სახელწოდებით "გმირს სახეზე უნდა იცნობდე" -  სახეებს მალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი