ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, რუსულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე რუსმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. BBC-ის ცნობით, მათმა კამერამ სულ მცირე ორი დაკავებული დააფიქსირა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი მორევი, მერინოს სადგურზე, რუსეთის უშიშრობამ პირდაპირ მანქანიდან გაიტაცა. მოსკოვის გარდა, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკშიც. რუსული პოლიცია დღეს სხვა ქალაქების მემორიალებთანაც იყო მობილიზებული, სადაც ნავალნის მხარდამჭერებს ყვავილები მიჰქონდთ. 

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი