უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს | მარკ რუტე ხარკოვში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას უკვე მიმდინარე წელს, 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხდრ დახმარებას გაუწევს. დოკუმენტი ითვალისწინებს სამომავლო ათწლიან დახმარებასაც და მას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და ნიდერლანდების პრემიერმა მოაწერეს.

„დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, - დაწერა ზელენსკიმ.

დოკუმენტის მიხედვით, ნიდერლანდები ასევე მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. 

მარკ რუტე უკრაინაში დღეს ჩავიდა, ის იმყოფებოდა ხარკოვში და საკუთარი თვალით ნახა რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქი. ნიდერლანდების პრემიერმა პატივი მიაგო ომის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. ის შეხვდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებსაც, ესტუმრა მეტროში მოწყობილ სკოლასაც, სადაც  858 მოსწავლე სწავლობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი