"მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო პოლიტიკაში" | ზურა დათუნაშვილი ახალი•Ahali-ის გუნდს უერთდება

გამოქვეყნდა:

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი პოლიტიკაში ერთვება - ამის შესახებ ის ვიდეომიმართვას ავრცელებს. დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება:

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები  და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში  ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად" - ამბობს ზურა დათუნაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი