რუსეთის მიერ გაშვებული 17 "შაჰიდიდან" 14 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე იერიში მიტანეს 17 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და 3 Kh-59/Kh-35 ტიპის რაკეტით. უწყეbა ამბობს, რომ მათ 14 დრონი ჩამოაგდეს. 

რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა კი "შაჰიდები" ოდესის, მიკოლაევის, ზაპორიჟიეს, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი