ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუს მერ დათო გოგუასა და მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედიკ კვარაცხელია შორის - არსებული ინფორმაციით, გოგუა სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს, კვარაცხელია კი არა. ის მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი გაურკვევლობაა და მალე დალაგდება.
"ყველაფერს სასამართლო დაამტკიცებს, ამის მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე...რაღაცები მოხდა და [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ...ის გაურკვევლობაც დალაგდება, ყველა მიხვდება თავის დანაშაულს," - ამბობს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, 4 დღის წინ, ყოფილი თანამშრომლები ერთმანეთს სოფელ მუხურში დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზად კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო კვარაცხელია გამგებელთან სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. როდის იმსჯელებს ზუგდიდის სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: