
Times of israel ლიბანური მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონის გამოყენებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მომენტში უფროსი მეთაურის ავტომობილი ქალაქ ნაქურას მახლობლად იმყოფებოდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ 2 პირი.