არგენტინის პრეზიდენტი ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს დახურვას აპირებს

გამოქვეყნდა:

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Telam-ის დახურვას აპირებს

იქამდე, ხელისუფლება სააგენტოს პრივატიზაციას გეგმავდა.

მაილის თქმით, "ტელამი" ბოლო ათწლეულებში არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა კირშნერის "პოლიტიკის გასაუმჯობესებლად" გამოიყენებოდა. 

2022 წელს კრისტინა კირხნერი კორუფციული ბრალდებებით გაასამართლეს და  ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე სამუდამოდ აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.

Telam -ი არგენტინაში ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა და 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

შეგახსენებთ,ხავიერ მილეი არგენტინის პრეზიდენტი 2023 წლის დეკემბერში გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი