
ყოფილი ევროკომისარი და იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუარესებაზე წერს.
The Parliament Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ბელარუსის საკითხის განხილვით არის დაკავებული, მნიშვნელოვანია, რომ ევროპას მხედველობიდან არ გამორჩეს საქართველო, სადაც კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული ვითარება შესაძლოა გაუარესდეს.
"იმის მიუხედავად რომ საქართველოს მიერ გაცხადებული პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობათა დაახლოებაა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები განსხვავებულ რეალობაზე მეტყველებს და ნათლად ასახავს, რომ ქვეყანა თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება" - წერს ფრატინი.
ფრანკო ფრატინის შეფასებით, საქართველოში კანონის უზენაესობის მიმართულებით უკუსვლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს, რის მაგალითადაც ყოფილ ევროკომისარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეწყვეტა მოჰყავს.