პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დახურული იყო

გამოქვეყნდა:

შაბათს საღამოს სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დაიხურა. შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „კარპეტის“ გეგმა „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ფინეთის ყურეში „საჰაერო სამიზნეები“ გაანადგურეს. 

მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლომონოსოვის რაიონში ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები. შედეგად განადგურდა რამდენიმე სამიზნე. მისივე თქმით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი