
უკრაინული მედია დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველზე, ოლეგ კრიუჩკოვზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს. კრიუჩკოვს არ უთქვამს, რა იყო ხიდის გადაკეტვის მიზეზი, თუმცა დილის 5:40 საათზე მოძრაობა აღდგა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში 3 მარტის ღამეს აფეთქებები ისმოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს. უწყების მტკიცებით, მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში უკრაინელების 38 დრონი გაანადგურეს.