3 კლინიკის მიმართ აღძრული საქმე, დარღვევები ინვენტარიზაციასა და სააღრიცხვო პოლიტიკაში | აუდიტის დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროზე

გამოქვეყნდა:

დარღვევები ჯანდაცვის სამინისტროში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.

ირკვევა, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 კლინიკის მიმართ სასამართლო საქმე აღიძრა. თუმცა, საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი. ეს კლინიკებია: შპს "ალსს“, შპს "თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო" და შპს "სამედიცინო ცენტრი "ნეოკლინიკა", რომელმაც 2018 წლის 14 სექტემბრიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება (დღეს შპს "ნეო ჯგუფი" ჰქვია).

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ დარღვევებია ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, სააღრიცხვო პოლიტიკასა და კონტროლში. აუდიტის დასკვნით, კონტროლის სისტემა არ არის ინტეგრირებული ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის რეგისტრებთან და სტრუქტურული ერთეულის მიერ მარაგები არ აღირიცხება სისტემაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი