
პაკისტანში მეწყრებისა და ძლიერი თოვლის გამო, ბოლო 48 საათში 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 50. კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ბავშვები არიან.
მათი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 14. გარდა ამისა, ქვეყნის ყარაკორამის გზატკეცილი, რომელიც პაკისტანს ჩინეთთან აკავშირებს, კვლავ მეწყრების გამო ბლოკირებულია.