პრორუსი ქართველების რუსული ვოიაჟი - 40-კაციანი დელეგაცია სოჭშია და ოკუპანტების მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობს. საქართველოს კი რუსების წინაშე "პრიმაკოვის ფონდი" წარადგენს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აქტიურად ლობირებდა. ახლა კი, ფონდის ორგანიზებით, სოჭის ფესტივალზე საქართველოდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები წაიყვანეს.
გარდა ამისა, სანამ ფესტივალი დაიწყებოდა, გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა, სადაც ის ამ ფესტივალის და მასში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ფესტივალში საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონები სუვერენულ სახელმწიფოებად არიან წარმოდგენილი. აღნიშნულს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.