
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს, ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
"არსებობს სერიოზული სურვილი და მცდელობა, რომ ცეცხლი რამადანამდე შეწყდეს", - განაცხადა ჰაკან ფიდანმა ანტალიაში ყოველწლიური დიპლომატიურ ფორუმზე დასკვნით გამოსვლაში.
ფიდანის განცხადებით, ლიდერები "პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს, ომის მიმდინარეობას, ასევე პალესტინის შიდა დიალოგს" განიხილავენ.