
"მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? - საკმარისია, შეჩერდით", - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა და მხარეებს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ყოველდღე ტკივილით ვატარებ გულში პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობის ტანჯვას მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ათასობით დაღუპული, დაშავებული, დევნილი... მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? მართლა ფიქრობთ, რომ მიაღწევთ მშვიდობას? საკმარისია, გთხოვთ! მოდით, ყველამ ვთქვათ საკმარისია, გთხოვთ! შეჩერდით!" - ამბობს რომის პაპი.
ასევე მან ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც კონფლიქტს ბავშვებისთვის მოაქვს და 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.