პრემიებში გახარჯული 97 ათასი ლარი, გაფლანგული საბიუჯეტო თანხები და დარღვევები ქობულეთის მერიაში | ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ქობულეთის მერია სკანდალში ეხვევა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე მომზადებულ ანგარიშში სხვადასხვა დარღვევაზე არის ყურადღება გამახვილებული. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია საუბარი. აუდიტის სამსახურმა 2021-22 წლების ქობულეთის საქმიანობა საკმაოდ მწვავედ შეაფასა.

კერძოდ, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის მხოლოდ 55% აითვისა. ასევე აუდიტის დასკვნაში საუბარია სან-დასუფთავების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯულ თანხებზე. ასევე აუდიტის დასკვნაში საუბარია, რომ ქობულეთის სან-დასუფთავების სამსახურის ბუღალტერმა თანამშრომელთა ხელფასები საკუთარ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა, ასეთი 28 ფაქტი ფიქსირდება, საუბარია 24 000 ლარზე მეტზე.

ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წვერი ბონდო თედორაძე აღნიშნავს, რომ იმაზე, რაც აუდიტმა აღმოაჩინა, ოპოზიცია წლებია საუბრობს. - "რაზეც აუდიტი საუბრობს, ნიშნავს, რომ არის კატასტროფა. რაზეც ოპოზიცია წლების მანძილზე საუბრობდა. ამ შენობაში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში იცვლება მხოლოდ სახელი, გვარები. მიდგომა, ქრთამი კორუფცია ატკატები არ შეცვლილა... ამ ადამიანებს ბიუჯეტი საკუთარი მამების და საკუთარი ოჯახის დანატოვარი ჰგონიათ..."

"დღევანდელი აუდიტის დასკვნით მთლიანად უნდა დადგეს არა მარტო მერიის პასუხისმგებლობა, მთლიანად ყველა სამსახურის უფროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა "ლელო საქართველოს" წევრმა გენო თებიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი