ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს

გამოქვეყნდა:

ფინეთი, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრi, NATO-ს Nordic Response 2024-ის წვრთნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "Yle" ავრცელებს.

ცნობილია, რომ ნორვეგიის ხელმძღვანელობით Nordic Response 2024 სამხედრო წვრთნები ორშაბათს, 4 მარტს ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში დაიწყება.

"12-დღიანი წვრთნები მნიშვნელოვანია ფინეთისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყველაზე დიდი წვრთნებია, რომელსაც ფინეთის თავდაცვის ძალები საზღვარგარეთ ოდესმე შეერთებია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინეთი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრაქტიკას განახორციელებს, როგორც ნატოს წევრი", - ნათქვამია განცხადებაში.

Nordic Response სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მოიცავს, რომელშიც დაახლოებით 20 000 მონაწილე 14 ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის 4 100 ფინელი სამხედრო.

ალექსანდრე სტუბმა, რომელმაც როგორც ფინეთის პრეზიდენტმა ფიცი პარასკევს დადო, თავისი პირველი უცხოური ვიზიტით 7 მარტს წვრთნების შესამოწმებლად ნორვეგიას ესტუმრება. "ორი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, რომ ფინეთის პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით ნატოს წვრთნებზე ჩავიდოდა, ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ, არ დავიჯერებდი", - განაცხადა სტუბმა.

წვრთნებში მონაწილეობს 100-ზე მეტი თვითმფრინავი ფინეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ნატოს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მოიერიშე, საწვავის შემავსებლები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე სხვადასხვა ვერტმფრენები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი