ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "რესპუბლიკელების" პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა ხმების 62.9% მოიპოვა, თავად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%. ჰეილის კოლუმბიის ოლქიდან 19 დელეგატის ხმა ექნება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა. მათ შორის, მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები კი 5 ნოემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი