არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები | კალაძე

გამოქვეყნდა:

"არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს.

„ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორციელდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კობახიძემ გასულ კვირას თანამდებობიდან მოხსნა ჯანდაცვის მინისტრი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი