
ზუგდიდში დამსახურებული მწვრთნელი მძლეოსნობაში, რეზო ბუკია, ადგილობრივ ხელისუფლებას
პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიონულ პოლიციასთან ერთად, მისი საქმიანობის შეზღუდვას ცდილობენ და ბოტანიკურ ბაღში, სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავენ.
რეზო ბუკიას "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა შეხვდა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას პოლიტიკური შეხედულების გამო ავიწროებს და ბავშვების ვარჯიშის საშუალებას არ აძლევს.
უგულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდა ხდებოდეს და კერძო სპორტული აქტივობები მაქსიმალურად უნდა წახალისდეს.