
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კიბერსპეციალისტებმა კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე წვდომა შეძლეს - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის სპეცსამსახური ახლა ფლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალურ დოკუმენტაციას.
„ახლა უკრაინის სპეცსამსახური ფლობს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც იყენებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტების მთელ რიგზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
უფრო კონკრეტულად კი საუბარია ბრძანებებზე, მოხსენებებზე და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა.