მთავრობის დღევანდელი სხდომა გაუქმდა | რა გახდა სავარაუდო მიზეზი?

გამოქვეყნდა:

სავარაუდო კადრების დეფიციტი "ოცნებაში" - ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. იყო მოლოდინი, რომ ზურაბ აზარაშვილის შემცვლელს პრემიერ კობახიძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დაასახელებდა, თუმცა მოულოდნელად, ორშაბათის ტრადიციული მთავრობის სხდომა არ შედგა. დიდი ალბათობით, კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კადრს ვერ პოულობს.

ზურაბ აზარაშვილმა კი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დღეს პირველი განცხადება გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა. აზარაშვილმა მადლობები უხადა ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს და არ ახსენა ახალი, კობახიძე. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს საკუთარით ანაცვლებს და აზარაშვილის შემდეგ მინისტრის თანამდებობას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაემშვიდობება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი