
უკრაინა რუსეთია და ალტერნატიული კონცეფცია „სამუდამოდ უნდა გაქრეს“ - აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
მედვედევმა ლექცია ჩაატარა მარათონზე სახელწოდებით "გეოგრაფიული და სტრატეგიული საზღვრები" და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი "სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს".
მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "კიევი აღიარებს სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილ რეალობას".
"ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ სპეცოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე - საბოლოო გამარჯვებამდე, ნეონაცისტების დანებებამდე...უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია”, - ამბობს მედვედევი.