სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და EU-ს ქვეყნების ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ინფორმაცია პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრეზიდენტმა და ელჩებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის - "ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები და 2024 წლის არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი